Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
68

ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. გადაწყვეტილება ვენესუელის საკანონმდებლო ასამბლეამ მიიღო, რომელსაც ნიკოლას მადურო აკონტროლებს.

დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ხუან გუაიდოს დაპატიმრება ელის. მის წინააღმდეგ ვენესუელაში ორი გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი უკვე ორი თვეა გრძელდება. 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

აქციების დაწყებიდან მალევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა.

მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა გუადოს ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარებს. მათ შორისა არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და საქართველოც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

68
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
68
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული