უბედურ შემთხვევას, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლის დროსაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.