Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
65

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით განხორციელდა, არსებული სახიდე გადასასვლელის შეკეთება, ერთფენიანი საგზაო სამოსის მოწყობა. ჩატარდა მიერთებების, კიუვეტებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები, ასევე მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები.

ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში 80 ადამიანი დასაქმდა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
65
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
65
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული