Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
82

მამა გიორგი მამალაძის ძმამ მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მამა გიორგი მამალაძე დამანაშავედ სცნო, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ძმის განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მოსამართლეს შემდეგი რეპლიკებით მიმართა: მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“.

მას ოჯახის ნათესავები შეუერთდნენ, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

თორნიკე მამალაძემ დარბაზის დატოვების შემდეგ კომენტარი მედიასთანაც გააკეთა და მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი “ქართული ოცნების” დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.

ბუგიანიშვილი არისქართული ოცნებისმონა. ესენი არიან არაკაცები, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი, ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

მოსამართლე ამ წუთებში მამა გიორგი მამალაძის განაჩენს კითხულობს. თავად მამა გიორგი მამალაძე სხდომას არ ესწრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ხმაური სასამართლოში – მამა გიორგი მამალაძის ძმამ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

82
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
82
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული