Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
98

ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე საქართველოს წინა ხელისუფლებას ჩატაევთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ჩატაევი ბრალდებების გაყალბებით 2010 წელს ქვეყანაში შემოიყვანა.

კითხვაზე, გასულ წელს ჩატაევის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობა ისევ წინა ხელისუფლებას ეკისრება თუ არა, ჩიმაკაძე პასუხობს, რომ ბოლოს მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი.

„წინა ხელისუფლება ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა. ამ ხელისუფლებამ ჩატაევი იმიტომ გაათავისუფლა, რომ არასწორი მუხლით იყო დაკავებული. ვინ შემოიყვანა ქვეყანაში, წინა ხელისუფლებამ არ შემოიყვანა? წინა ხელისუფლებამ გააყალბა ბრალდებები და 2010 წელს ჩატაევი ქვეყანაში შემოიყვანა.

ბოლოს არალეგალურად შემოვიდა. ჩვენ არ შემოგივყვანია. არალეგალურად გადმოკვეთა მწვანე ზოლი. ეს დამტკიცებულია, სასამართლომ უკვე იმსჯელა ამაზე. ყველანაირი მტკიცებულება წარვადგინეთ, მათ შორის იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის ტრანსპორტირებაში. ახმედ ჩატაევი სულ რაღაც 20 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში,“ – განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

დღეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებიდან 1 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ამ ხელისუფლებამ კი ჩატაევი იმიტომ გაათავისუფლა, რომ არასწორი მუხლით იყო დაკავებული – ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი

98
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
98
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული