Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
71

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძის მიმართ გავრცელებულ ფარულ ვიდეო-მასალას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მისვლას ადამიანების დაშინებითა და შანტაჟით ცდილობს.

მისი შეფასებით, თვალთვალი და მიყურადება იყო ყველა არსებული სახელმწიფო კანონის დარღვევით. როგორც მაჩალიკაშვილმა თქვა, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არა მხოლოდ სარალიძისა ან მის მიმართ.

„ძალიან ბევრს აკეთებენ ესენი, რომ დააშანტაჟონ ადამიანები, ვინც კი ამოიღო ხმა ამათ წინააღმდეგ. ახლა ესენი ერთმანეთს დაეტაკნენ, გახარიას გუნდი, „ქართული ოცნების“ გუნდი, ღარიბაშვილის მთავრობა და გადაწყვიტეს, სარალიძესთან დაკავშირებით გამოექვეყნებინათ რაღაცა…

მეტი არაფერი დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუძლია, რამით დააშანტაჟონ, რამით შეაშინონ და ამით მივიდნენ არჩევნებამდე,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლის გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, თუ როგორ გადასცემს ფურცელს გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს.

ვიდეოჩანაწერი რამდენიმეწამიანია, არ ისმის ხმა, არ ხდება შეხვედრის ადგილისა და დროის იდენტიფიცირება.

„ექსკლუზივნიუსის“ ინფორმაციით, ზაზა სარალიძე მოისყიდეს. გამოცემის რედაქტორი ირწმუნება, რომ მან სარალიძის მოსყიდვის სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის, ვიდეომასალა. მისი მტკიცებით, ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ხოჯევანიშვილისა და სარალიძის შეხვედრის ფრაგმენტს ასახავდა,  „ექსკლუზივნიუსის“ რედაქტორმა მას შემდეგ გავრცელა, რაც სარალიძემ მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხმყოფელი „ფეისბუკპოსტი“ დაწერა.

„მე თქვენ ვეღარ მომკლავთ“ – ზაზა სარალიძე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ხელისუფლება არჩევნებამდე მისვლას შანტაჟითა და დაშინებით ცდილობს: მალხაზ მაჩალიკაშვილი

71
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
71
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული