Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
398

საქართველოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა პირველი დეკრეტი იმ დღესვე გამოსცა, პარლამენტმა კი დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოძრაობის და გადაადგილების შეზღუდვები არ ეხება არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა , შეზღუდვა არ ეხება არც ბიძინა ივანიშვილის “საქველმოქმედო პროექტს”. ამიტომ ხეების გადატანის პროცესი არ შეწყვეტილა. ამჯერად 2 გიგანტური ჭადრის ხე გამზადებულია ტრანსპორტირებისთვის.

ხობის ერთ-ერთ სოფელში მოწონებული ხეები სრულ მზადყოფნაშია. ორივე ნიმუში შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულია და უახლოეს დღეებში შეკვეთილისკენ დაიძვრებიან.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯობია ადამიანებმა პირველ რიგში ერთმანეთზე ვიზრუნოთ და შემდეგ ხეებზე.

“აქ ყველამ იცის, რომ ბიძინას მოეწონა ეს ხეები და უნდა წაეღო. ჯობდა ამისთვის დახარჯული ფული გაჭირვებული ხალხისთვის მოეხმარათ, მაგრამ ფულიც მისია და რაშიც უნდა იმაში გამოიყენებს. ამბობენ, ისევ ზღვით წაიღებსო. აქ მზად არის გზა ამ ხეების გასატანად” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ხეების გადატანას საგანგებო მდგომარეობა არ ეხება

398
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
398
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული