Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
110

2023 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.54 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ISET აქვეყნებს.

ორგანიზაციით ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 10.9%-ით აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ღირებულება 5.7%-ით შემცირდა.

“წლიურ ჭრილში, მარტში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა: რძე (+20.2%), საფუარი (+15.4%), კარაქი (+14.4%), კვერცხი (+11.4%), ყველი (+11.3%), ფქვილი (+3.5%).

თვიურ ჭრილში, მარტში, ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა, რაც ძირითადად ყველის ფასის სეზონური კლებით იყო განპირობებული, რომელიც წინა თვესთან შედარებით 9.9%-ით შემცირდა. თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიჰყვება ახალი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტრენდს. რძისა და რძის პროდუქტების ფასების კლებაზე შეიძლება გავლენა მოეხდინა დიდმარხვასაც, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო, რადგან მარხვის პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს.

ტრადიციულად, ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მკვეთრად ქუთაისში იგრძნობა, სადაც მარტში ყველის ფასი 17.1%-ით შემცირდა საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ იმერეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია და რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები იკლებს. ქუთაისში შემცირებული ფასები, დიდი ალბათობით, საქართველოს დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცემა”, – აღნიშნულია ISET-ის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ხაჭაპურის გამოცხობა მარტში 11%-ით გაძვირდა – ISET-ის მონაცემებით, გაიზარდა ყველა ინგრედიენტის ფასიც

110
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
110
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული