Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
122

შინაურ ცხოველებს აქვთ საოცარი უნარი, ათასჯერ უკეთესი გახადონ ნებისმიერი სიტუაცია. ისინი სახლიდან გასვლისას სევდიანად გვემშვიდობებიან, უკან დაბრუნებულებს კი სიხარულით გვხვდებიან. ცხოვრება ასეთია, შინაურ ცხოველებს ყველგან თან ვერ ვატარებთ. თუ ვატარებთ?

ერთი წლის მუნჩკინის ჯიშის კატა, სახელად ბა დუნი უარს აცხადებდა სახლში მარტო დარჩენაზე მაშინ, როდესაც მისი პატრონი, ვენი ლექციებზე მიდიოდა.

“ის კართან იჯდა და გარეთ არ მიშვებდა. როდესაც გასვლას დავაპირებდი, ფეხზე შემომეხვეოდა და საბრალოდ კნაოდა, ამიტომ ერთხელაც თან წავიყვანე“,- აცხადებს ვენი. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო დაწესებულებაში ცხოველების ტარება ნებადართული არ არის, ვენმა თავისი კატა ოთახში მაინც შეიყვანა და მერხის ქვეშ განთავსებულ თაროზე დასვა.

ერთი ლექციის დროს ვენმა ფისოს ვიდეო გადაუღო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეომ უდიდესი მოწონება და უამრავი დადებითი კომენტარი  დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მისი აუდიტორიაში ყოფნის შესახებ ლექტორმა იქამდე ვერაფერი გაიგო, ვიდრე ბა დუნის ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად არ გავრცელდა. კატა იმდენად წყნარად იჯდა მერხის ქვეშ, რომ მისი იქ ყოფნა არც კი უეჭვიათ.

უცნაურ სახელს, ბა დუნს, რაც ჩინურად “რვაჯერ ჭამას” ნიშნავს, პატრონი ადვილად ხსნის. “მას ძალიან უყვარს ჭამა. უფლება რომ მიმეცა, დღეში რვაჯერ შეჭამდა.” – ამბობს ვენი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კატამ, რომელიც განათლებას პატრონთან ერთად იღებდა, ინტერნეტი დაიპყრო

122
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
122
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული