Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
53

კალიფორნიაში ტყეში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. მათ შორის არის ორი მცირეწლოვანი და მათი ბებია. სტიქიას შეეწირა ორი მეხანძრეც.

17 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 37 000 მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

ხანძარს ჩრდილოეთ კალიფორნიაში ძლიერი ქარი და ტორნადოც დაერთო. დამწვარია ასობით სახლი და მანქანა. ამ ეტაპზე მეხანძრეებმა ცეცხლი კერების მხოლოდ ხუთი პროცენტის ლოკალიზება შეძლეს. ხანძარი ათასობით საცხოვრებელ სახლს ემუქრება.

ხანძარი კალიფორნიის ტყეში ორშაბათს გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი 194 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა მოდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

53
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
53
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული