Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
996

შპს ”გურმე” უახლოეს მომავალში გაფართოებას აპირებს.  ამის შესახებ ”ფორტუნას” ”გურმეს” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო მამულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მოსკოვის გამზირზე საკონდიტრო საწარმოს გახსნა იგეგმება, რომელიც ძირითადად პურის ცხობაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა საწარმოში სხვა ტიპის ფუნთუშეულიც დამზადდება.

ამასთან, ”გურმეს” საკონდიტირო პროდუქციას ჭვავის პურიც დაემატა. ”პურის ფქვილი ჩამოვიტანეთ გერმანიიდან და არის 100%-ით ჭვავისგან დამზადებული.  ნებისმიერ მსურველს შეაუძლია შეამოწმოს მისი შემადგენლობა და უვნებლობაში დარწმუნდეს”, – განაცხადა ნინო მამულაშვილმა.

მისივე თქმით, „გურმეს“ ჭვავის პური ”ფრესკოში”, ”კარფურსა” და ”სმარტის” 2 მაღაზიაში იყიდება და მათი ფასი 2,20 -დან 2,50 ლარამდე მერყეობს.

კაფეტერია “გურმე”  ფალიაშვილის 53 ნომერში მდებარეობს და ის  მომხმარებელს საკონდიტრო პროდუქციას სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კაფეტერია ”გურმე” საკონდიტრო საწარმოს გახსნის

996
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
996
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული