Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
107

ამერიკელმა კაცმა უზარმაზარი გოგრა გაზარდა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ლანდშაფტის დიზაინის 43 წლის მასწავლებელმა, ტრევის ჯინჯერმა გიგანტური გოგრების მოშენების მსოფლიო ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. მის მიერ გაზრდილი გოგრის წონა 1,2 ათასი კილოგრამი იყო. ეს კი 2021 წლის გამარჯვებულთან შედარებით 21 კილოგრამით უფრო მძიმეა.

ამერიკელმა უზარმაზარ მოსავალს კალათბურთის ლეგენდის, მაიკლ ჯორდანის სახელი დაარქვა. გოგრის მოვლას მან 15 ათასი დოლარი დაახარჯა, ჩემპიონატზე კი 30 ათასი დოლარი და ადგილობრივი იუველირის მიერ დამზადებული ბეჭედი მოიგო.

ტრევისი გეგმავს, რომ მოგებული ფული კიდევ უფრო დიდი გოგრის მოსაყვანად დახარჯოს და ჩემპიონატი მომავალ წელსაც მოიგოს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა გოგრების მოყვანა ჯერ კიდევ მოზარდობაში დაიწყო, ხოლო ფესტივალზე მონაწილეობას ბოლო რამდენიმე წელია რაც იღებს და მრავალგზის გამარჯვებულიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
107
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
107
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული