Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
201

რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარული „ბითლზის“ ვარსკვლავი, 78 წლის პოლ მაკკარტნი, ჯონ ლენონის მეუღლე, იოკო ონო და მისი ვაჟი, შონ ლენონი Radio 2-ის ეთერში იყვნენ მიწვეულნი. მათ უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, თუმცა, ყველაზე საყურადღებო და დასამახსოვრებელი მაინც პოლ მაკკარტნის აღიარება იყო.

როგორც ცნობილია, ლენონის ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ, კოლექტივის ყოფილ წევრებს შორის ურთიერთობა მეტნაკლებად დაიძაბა, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა პოლმა. მან განაცხადა, რომ ის ბედნიერია, რადგან მას საშუალება მიეცა ჯონის გარდაცვალებამდე მასთან ჩვეული ურთიერთობა აღედგინა.

„ჯონის გარდაცვალებამდე მასთან ურთიერთობა რომ არ აღმედგინა, მე ახლა საოცრად ვინანებდი და გული საოცრად მექნებოდა დამძიმებული“,  – თქვა პოლმა.

შეგახსენებთ, ჯონ ლენონის მკვლელმა, მარკ ჩეპმენმა დანაშაულის ჩადენიდან 40 წლის შემდეგ არტისტის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიში პირველად მოუხადა.

 

ცნობვისთვის, გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის წევრები, პოლ მაკკარტნი და რინგო სტარი ერთობლივ მინი-ალბომს გამოუშვებენ. აღსანიშნავია, რომ არტისტებმა უკვე ჩაწერეს კომპოზიციის A Beautiful Night ახალი ვერსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ჯონის გარდაცვალებამდე, მასთან ურთიერთობა რომ არ აღმედგინა, ახლა საოცრად ვინანებდი“ – პოლ მაკკარტნის აღიარება

201
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
201
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული