Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
739

მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ Facebook -ის გვერდზე ემოციური პოსტი გააზიარა. 2 იანვარს 7 წელი გავიდა მისი უფროსი ვაჟის, ჯეტის გარდაცვალებიდან. ჯეტ ტრავოლტა 16 წლის ასაკში ეპილეფსიური შეტევით გარდაიცვალა, რომელიც კავასაკის დაავადებით იყო გამოწვეული.: „ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე მშობლების დაკარგვაა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არაა. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება მოხდეს, ეს შვილების დაკარგვაა. ის ვინც გაზარდეთ, ვიზეც ზრუნავდით, ვისაც ყოველდღე ჩუქნიდით სიყვარულს. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერი იყო. 16 წლის მანძილზე მან მასწავლა, რას ნიშნავს გიყვარდეს. ცხოვრება ხანმოკლეა. ბავშვებო გაატარეთ დრო მშობლებთან. მშობლებო, დაუთმეთ დრო შვილებს. იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა თქვენ მოწყდებით თქვენს ტელეფონებს, ისინი შეიძლება აღარ იყვნენ. ერთადერთი, რაც მე ვისწავლე, ესაა იცხოვრო სიყვარულით“ – წერს ჯონ ტრავოლტა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ ტრავოლტა აქტიურად ჩაერთო ქველმოქმედებაში. 2010 წელს მან მეუღლესთან, კელი პრესტონთან ერთად ნელსონ მანდელას ბავშვთა დაცვის ფონდში 10 ათასი დოლარი გადარიცხა. ბოლო დროს მეუღლეები 15-მდე ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, რომლებიც თავის მხრივ ბავშვთა პრობლემებზე მუშაობენ.

911eb098-920d-473f-8c7e-e393f72d9d23

bf994956-b274-4fd1-bfdf-3a6316f5b747

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჯონ ტრავოლტამ გარდაცვლილ შვილს ემოციური პოსტი მიუძღვნა

739
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
739
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული