Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
80

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გამო ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია იმ რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, რაც უკვე დაწესებულია.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით აჭარაში რისკები მაღალია, რადგან არ ხდება წესების დაცვა.

„ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, გარდა იმისა, რაც გასულ კვირას დაწესდა „პისიარ“ ტესტის ან ვაქცინირებულის სტატუსით ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტი ფიქსირდება თბილისში და შემდეგ აჭარაში, რადგან აჭარა დატვირთულია მაღალი მობილობით.

აჭარაში რისკები უფრო მაღალია, რადგან ტურიზმი, საკურორტო სეზონი არის სრულად გაშლილი, ამიტომ იქ წესების დაცვაც, როგორც ჩვენამდე ინფორმაცია მოდის, არ არის ინდივიდუალურ დონეზე და რთულად ხორციელდება, რაც რისკებს ზრდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჯერჯერობით ახალი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება – თამარ გაბუნია

80
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
80
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული