Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
3788

სხვადასხვა გარემოებათა გამო დაგვიანდა ჩემი ვარსკვლავი და ახლა არ მჭირდება, – ამის შესახებ მომღერალმა ჯემალ სეფიაშვილმა “იმედის” ეთერში გადაცემაში “ნოესთან” განაცხადა. მომღერალი ამბობს, რომ შინაგანი პროტესტი აქვს ვარსკვლავის გახსნაზე და მიიჩნევს, რომ მისი ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა.

“იმ ქვეყნებში, სადაც შოუბიზნესი არსებობს, ხელოვანს არ ეკითხებიან, ვარსკვლავი გაგიხსნა თუ არაო და არც ეშინიათ ვარსკვლავის გახსნის. “ნაციონალური მოძრაობის” ბობოქრობაში ვარსკვლავი კი არა, ჩემი სიმღერა არ ისმოდა არცერთ რადიოსადგურ­ზე.

დაგვიანდა ჯემალ სეფიაშვილის ვარსკვლავი და არ მინდა, გენაცვალე, რამდენი ვარსკვლავი მაქვს იცი? – ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს და ღიღინებს”, – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.

კომპოზიტორმა რუსეთში მოღვაწეობის შესახებაც ისაუბრა და სინანულით დასძინა, რომ კარგი იქნებოდა იმ პერიოდში, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, ვინაიდან მას იქ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ უკვე სამი წელია შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა.

ალბათ, აპრილის თვეში გადავწყვეტთ როდის შევძლებთ, – დასძინა ჯემალ სეფიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჯემალ სეფიაშვილი: “ჩემი ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა არ მჭირდება, გენაცვალე…”

3788
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
3788
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული