Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
194

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ მზად არიან უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდონ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც კიევში ჟურნალისტებთან ჯეიკ სალივანი აცხადებს, ხერსონის განთავისუფლების ოპერაცია მისი დელეგაციის განხილვის ერთ-ერთი თემა გახდა და ვიზიტის გარეთაც განიხილება.

“საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან უკრაინელებთან და ამას განიხილავენ”, – აღნიშნა სალივანმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინისთვის ყველა საჭირო რესურსის მიწოდებას შეძლებენ.

“ჩემი საქმე არ არის ბრძოლის ველზე სიტუაციის შეფასება. ჩემი ამოცანაა დავრწმუნდე, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება იმისათვის, რომ ეს მოხდეს”, – ამბობს სალივანი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჯეიკ სალივანის ცნობით, აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს

194
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
194
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული