Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
149

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ პარლამენტში დაუდასტურეს.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფორტუნას“ განუცხადეს, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას განაგრძობს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ანა წითლიძე მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებიდან დღეს შიმშილობა შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კირკიტაძეს ექიმებმა შიმშილობის გაგრძელების რეკომენდაცია აღარ მისცეს. ამავე მიზეზით კი, 18 დეკემბერს შეწყვიტა შიმშილობა აბდულა ისმაილოვმაც.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია.

საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

149
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
149
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული