Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
245

„იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა!”,- ამის შესახებ „ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ნინო ზამბახიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რითაც ის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა.

“ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი – თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი; ფერმერები სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში; 50 % გრანტს მიიღებენ ტექნიკაზე; გაგრძელდება ხელშეწყობა, სამაცივრე შემნახველ და გადამამუშავებლებზე; დაფინანსდება სარწყავი სისტემები და სასათბურე მეურნეობები. ეს არასრული ჩამონათვალია ანტიკრიზისული გეგმის”,- წერს „ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი.

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

იშვიათად ვარ კმაყოფილი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა – ნინო ზამბახიძე

245
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
245
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული