Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
161

რაც უფრო უღირს კანდიდატებს შეარჩევს ოპოზიცია თავისი კვოტით, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის, – ამის შესახებ პარლამენტრის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძეზე უკეთესი კანდიდატი ძნელად წარმოუდგენია.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია. ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს კი მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ კი განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, ის ასეთ შემთხვევაში დატოვებს უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც უკავია. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ირაკლი კობახიძე – რაც უფრო უღირს კანდიდატებს შეარჩევს ოპოზიცია თავისი კვოტით, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის

161
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
161
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული