Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
110

ინგლისში იწყება ექსპერიმენტული პროგრამა, რომელიც საბაზისო შემოსავლით უზრუნველყოფას გულისხმობს.

კვლევის მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორ აისახება გარანტირებული ფულადი შემოსავალი ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, პატარა ქალაქ ჯაროუში შეარჩიეს 30 ადამიანი, რომელიც ყოველ თვე 1,6 ათას ფუნტს მიიღებს, თანაც 2 წლის განმავლობაში. ექსპერიმენტის დასრულებამდე მოხალისეების ცხოვრებას მეცნიერები დააკვირდებიან, რათა გაარკვიონ თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფული თითოეულის ცხოვრებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გარდა ამისა, მკვლევრები შექმნიან საკონტროლო ჯგუფსაც, რომელსაც ფულს არ გადაუხდიან და მათ გამოცდილებასაც დააკვირდებიან. მონაწილეებს შემთხვევითობის პრინციპით აარჩევენ და მათი 20% შშმ პირები იქნებიან.

საბაზისო შემოსავლის თანხა ცოტა უფრო მეტია, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ინგლისელის მინიმალური ხელფასი, 2023 წელს ამ თანხამ 1,5 ათასი ფუნტი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
110
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
110
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული