Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
87

ინგლისის ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს, რომ სტუმრად სიარული აკრძალოს. ქვეყანამ შესაძლოა შოტლანდიის მაგალითი გაიმეოროს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოსახლეობას ერთმანეთთან სიარულისგან თავის შეკავება მოსთხოვოს.

ქვეყნის მთავარი მედიკოსის აზრით,  ზამთრის დადგომასთან ერთად ვირუსის გავრცელების რისკი გაიზრდება. არსებული შეზღუდვები კი დიდად ეფექტური ვეღარ იქნება, ვერც რესტორნების და პაბების მუშაობის შეჩერება მოიტანს სასურველ შედეგს. ამასთან, ზედმეტ სიმკაცრეს ქვეყნის ეკონომიკაც ვეღარ გაუძლებს.

ასეთ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი, ინგლისელებისთვის ერთმანეთთან სტუმრობის აკრძალვაა. მართალია, მსგავსი შეზღუდვა ბევრ უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა ინფექციის გაკონტროლებას ნამდვილად დაეხმარება.

საქმე ისაა, რომ გასართობი ობიექტების დახურვის შემდეგ ბრიტანელები ოჯახურ წვეულებებზე გადავიდნენ,  სახლებში იკრიბებიან და ასე ერთობიან. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი ერთი ორად იზრდება.

ხალხს ასევე სთხოვეს, რომ მხოლოდ ოჯახის წევრების კუთვნილი ავტომობილებით გადაადგილდნენ და უცხოს გადაყვანას თავადაც მოერიდონ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ბრიტანეთში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, 24 საათში – 6 634 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მთელი პანდემიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კორონავირუსის გავრცელების რისკი გამო, ინგლისის ხელისუფლება სერიოზულად ფიქრობს, სტუმრად სიარული აკრძალოს

87
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
87
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული