Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
112

პრესტიჟული  ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT ბათუმს ზაფხულის  10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და  შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.  „10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, მაღალრეიტინგული ონლაინგამოცემა INDEPENDENT აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ბათუმი თავად არის კულტურების, გემოების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, თვალწარმტაც ტბებსა და ავთენტურ სტუმართმოყვარე სოფლებს“, – წერს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

„ნამდვილი სილამაზე, ბათუმი – საქართველოს მეორე ქალაქი შავი ზღვის მდიდრულ სანაპიროზე – სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. რატომ? 2000 წლიანი მომხიბვლელი ისტორიის განმავლობაში, ის შთამაგონებელი ადგილი იყო ისეთი ცნობილი მწერლებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჯორჯ სიმენონი და მსოფლიოს წამყვანი ფიგურები ძმები ნობელები და ალფონს როტშილდი.

მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული ნაგებობები და გაჟღენთილია უტყუარი ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემითა და მომხიბვლელი ხელოვნების ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულ მარშრუტს და აღმოაჩინეთ შეუდარებელი ბათუმი“, – ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

112
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
112
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული