Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
152

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში რომის პაპის ფრანცისკეს შესახებ წერს და 25 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში, პაპის რუსი კათოლიკე ახალგაზრდობის დღის მონაწილეებისადმი მიმართვას ციტირებს:

„არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები: წმინდანთა დიდი რუსეთი, მმართველები, დიდი რუსეთი პეტრე I, ეკატერინე II, ეს იმპერია – დიდი, განათლებული, დიდი კულტურა და დიდი კაცობრიობაა.

[related_news id=”906059″ align=”left”]

არასოდეს მიატოვოთ ეს მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის დედის შთამომავლები, ამით იარეთ წინ და გმადლობთ – გმადლობთ თქვენი ყოფნისთვის, თქვენი რუსებისთვის“, – ციტირებს ნიკოლენკო პაპ ფრანცისკეს სიტყვიდან.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი მიუთითებს, სწორედ ასეთი იმპერიალისტური პროპაგანდით, „სულიერი საყრდენით“ და „რუსეთის დიდი დედის“ გადარჩენის „მოთხოვნით“ კრემლი ათასობით უკრაინელის, ქალების მკვლელობასა და ასობით უკრაინული ქალაქის, სოფლის განადგურებას ამართლებს.

„არ შეიძლება იყოს თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის” – ზელენსკიმ რომის პაპი კიევში მიიწვია

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსული დიდ სახელმწიფოებრივი იდეები, რომლებიც, ფაქტობრივად, რუსეთის ქრონიკული აგრესიის მიზეზია, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, მოდის პაპის პირიდან, რომლის მისია, ჩვენი გაგებით, სწორედ რუსი ახალგაზრდობის თვალის ახელაა – რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის დამღუპველ კურსი“. – წერს ოლეგ ნიკოლენკო Facebook-ზე.

პაპი ფრანცისკე : ომის ყოველი ქმედება არის დანაშაული ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„იმპერიალისტური პროპაგანდით, „სულიერი საყრდენით“ და „რუსეთის დიდი დედის“ გადარჩენის „მოთხოვნით“, კრემლი ათასობით უკრაინელის მკვლელობას ამართლებს“ – უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი რომის პაპზე

152
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
152
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული