„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„მთავარმა არხმა“ ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა, თუმცა იმდენს იტყუებიან, ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა აქვს…
საკუთარი მაყურებლის პატივისცემაც ასეთი უნდა – ინფორმაციის დიაპაზონი ტყუილსა და საერთოდ დამალულ ინფორმაციას შორის მერყეობს, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი საერთოდ არ გააშუქეს.
იმისთვის, რომ არ ვუჩივლო, მათ მოგონილ ტყუილს მიაწერეს – მოქალაქის ინფორმაციით“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
მთავარმა არხმა ჩემზე ახალი ტყუილი მოიგონა, თუმცა იმდენს იტყუებიან ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, რაღა მნიშვნელობა…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023
საუბარია მედიაში გავრცელებულ მოქალაქის სტატუსზე, რომელშიც ნათქვამი იყო: „ე.ი სახელ და გვარს არ დავწერ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ქე რო არის წილოსანი ნინუცა. ადგა გოგო და კუდიგორის მთას თავი მოაჭრა და ჰეი საოცრება სასახლე ააგო. ეს არის ევროპა და ცივილიზაცია“
ამ დროისთვის მოქალაქის აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში არ იძებნება.