Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1288

ხელოსანი,  დავით კონჯარია რომელმაც ფოთში, საკანალიზაციო მილის გაწმენდითი სამუშაოების დროს ჩვილის ცხედარი იპოვა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იგი მომხდარის დეტალებს იხსენებს.

ფოთში საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში, ახალშობილის ცხედარი იპოვეს

„მე იმ ოჯახმა გამომიძახა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეა. მერე პოლიციაც თვითონ გამოიძახეს. რომ მივედი და დავათვალიერე, მივხვდი შიგნით იყო რაღაც პრობლემა, კონკრეტულად სარდაფში. დავშალე მილი და ვიპოვე ჩვილის ცხედარი. ცხედარს არ შევხებივარ. ჩვილი რომ ვნახეთ, ქალმა დაიკივლა, ვინ ჩააგდო, არ ვიციო და დააბრალა სხვას.

ჩემი ვარაუდით, საკანალიზაციო მილშია ჩვილის ცხედარი ჩაგდებული. ქალს ვუთხარი, რომ მისი ქმრისთვის დაერეკა, არ იყო სახლში, მოვიდა და დარეკა პოლიციაში. მეც უკვე ვიყავი პოლიციაში გამოკითხვაზე და მოვუყევი რა, როგორ იყო“, – განაცხადა ხელოსანმა დათო კონჯარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში, დევნილთა დასახლებაში ახალშობილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

ფოთში დააკავეს დედა, რომელმაც ახალშობილი საკანალიზაციო მილში დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

იმ ოჯახმა გამომიძახა, რომელიც სავარაუდო დამნაშავეა – რას ჰყვება ხელოსანი, რომელმაც ფოთში, საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვა

1288
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1288
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული