Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
21

2023 წლის იანვრიდან ვენეცია გახდება მსოფლიოში პირველი ქალაქი, რომელიც ვიზიტისთვის გადასახადს დააწესებს. ფულის გადახდა მოუწევს ყველა იმ ტურისტს, ვინც ქალაქში ერთი დღით ჩავა და ღამის გასათენებლადაც არ დარჩება. Latteluxurynews-ის ინფორმაციით, ამ გზით მერიას ქალაქის დანგრევისგან დაცვა სურს.

ერთდღიანი ტურისტებისთვის გადასახადის დაკისრების შესახებ სურვილი მერიამ ჯერ კიდევ 2019 წელს გამოთქვა. თუმცა გადახდის სისტემის შემუშავებას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იგეგმებოდა.

ვიზიტორებს 3-დან 10 ევრომდე თანხას გამოართმევენ, ფასები ტურისტთა რაოდენობის მიხედვით შეიცვლება, რაც მეტი იქნება მათი რაოდენობა, ქალაქში შესვლის ღირებულებაც მოიმატებს.

გადასახადის დაფარვა სპეციალური საიტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ვიზიტორს გაუგზავნიან QR-კოდს და ეს კოდი მას მუდმივად თან უნდა ჰქონდეს. ხოლო იმ ტურისტებს, ვინც გადასახადს თავს აარიდებს, 300 ევროთი დააჯარიმებენ.

გადასახადისგან თავისუფლდებიან 6 წლამდე ბავშვები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები.

ვენეცია, რომლის მოსახლეობაც 55 ათასს შეადგენს, ყოველწლიურად 30 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს. ეს ხალხი ქალაქში ნაგავს ტოვებს, ზრდის ხმაურისა და შუქის დაბინძურებას. მოგზაურთა ნაკადები ადგილობრივებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს, გარდა ამისა ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობასაც საფრთხეს უქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
21
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
21
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული