Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
21

კომპანია Hyundai-ს პრემიალური სუბ ბრენდი Genesis, როგორც ჩანს, მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწევს. კორეელებმა წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყეს და 24 საათის განმავლობაში 4 300 შეკვეთა მიიღეს. რაც შეეხება მის კონკურენტებს, Mercedes S-Class და BMW 7 Series მათი პრემიერა 9 დეკემბერს გაიმართება, ხოლო გაყიდვები 2016 წლის დასაწყისში დაიწყება.

Genesis G90-ის ანუ Hyundai Equus-ის წარმატება ძირითადად ძრავის მოდიფიკაციებმა განაპირობა. როგორც ცნობილი ხდება, ავტომობილი სამი ტიპის ძრავით იქნება წარდგენილი, რომლის ყველაზე პოპულარული ვარიანტი 5.0 ლიტრიანი V8 ტიპის, 425 ცხენის ძალის მქონე ძრავია. მას მოსდევს 3.3 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი რომელსაც 370 ცხენის ძალა აქვს, ხოლო სტანდარტული მოდიფიკაციის G90-ს 3.8 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა ექნება, რომელიც 334 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

როგორც კორეელები ამბობენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ 5.0 ლიტრიან ძრავზეა, რომელსაც თან ახლავს 8 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი. ავტომობილი კი AWD იქნება. რაც შეეხება ავტომობილის ფასს, ის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მისი ფასი უშუალო კონკურენტებთან Mercedes-Benz S-Class და BMW 7 Series-თან შედარებით ბევრად იაფი იქნება, რაც მის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
21
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
21
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული