Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
42

კომპანია „ჰონდამ“ ავტომობილის სალონის ფილტრისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ნიღაბი დაამზადა. ბრენდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგია სალონში ვირუსების 99%–ს ანადგურებს.

სიახლეს სახელად Kurumask (ანუ ავტომობილის ნიღაბი) ეწოდება და მისი შემუშავების დროს „ჰონდა“ იმ ინჟინერებთან თანამშრომლობდა, ვინც Covid-19–ით დაავადებული პაციენტების გადასაყვანი ავტომობილები შექმნეს. Kurumask ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ნიღაბი. ის უბრალოდ სალონის ფილტრზე უნდა გაკეთდეს და ეფექტურობას მთელი ერთი წლის განმავლობაში არ დაკარგავს.

სიახლე მოდელ Honda N-Box–ზე დატესტეს, რადგან ამ ავტომობილის კლიმატ–კონტროლი რეცირკულაციის რეჟიმით მუშაობს. ცდებმა აჩვენა, რომ ნიღაბი ვირუსების 99,8%–ს ანადგურებს. თუმცა, საუბარია ზოგადად ვირუსებზე და კონკრეტულად კორონავრიუსის შემთხვევაში „ჰონდა“ ზუსტ მონაცემებს არ ასაჯაროებს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ნიღაბი დასაწყისისთვის იაპონიაში გაიყიდება და მისი ფასი 7040 იენი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
42
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
42
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული