Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
120

კომპანია Honda-მ მოიგონა ვიდეო თამაში, სადაც ავტომობილებისთვის „სროლაა“ შესაძლებელი. აშშ-ს სავაჭრო ნიშნების დაპატენტების სააგენტოში გაჩნდა განცხადება ახალი თამაშის შესახებ, რომელიც დისპლეის, კამერებს და ხმის დეტექტორებს იყენებს, რათა ავტომობილის მგზავრებმა ფანჯრებს მიღმა ობიექტებისთვის სროლა შეძლონ. სამიზნედ შეიძლება იქცეს საგზაო ნიშნები, სარეკლამო ბანერები თუ სხვა ავტომობილები. მომხმარებლები ქულებს წარმატებული სროლებისთვის დააგროვებენ და სხვებთან შეჯიბრს რეალურ დროის რეჟიმშიც შეძლებენ.

პატენტის მიხედვით თამაშში სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენება იქნება შესაძლებელი: კლავიატურის, სენსორული პანელის, ჯოისტიკის, ვირტუალური რეალობის სათვალის და მაუსისაც კი. ამასთან, გათვალისწინებულია მხოლოდ თითებით მართვის რეჟიმიც, რაც სასურველი ობიექტების მიმართულებით მინიშნებას გულისხმობს. სალონში არსებული კამერა ამ დროს ხელის მოძრაობას და მზერას დააკვირდება, რათა მიზანში მოხვედრა დააფიქსიროს.

GPS-ის დამსახურებით თამაშში ჩართვა ერთდროულად რამდენიმე მგზავრს შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Honda-ს ახალი ვიდეო თამაში საცობში ავტომობილების „ჩაცხრილვის“ საშუალებას მოგცემთ

120
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Honda-ს ახალი ვიდეო თამაში საცობში ავტომობილების „ჩაცხრილვის“ საშუალებას მოგცემთ

120
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული