Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
179

საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია GSG Consulting სტარტაპერებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს და მათ ახალი საქმიანობის დაწყებაში ეხმარება.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა და მისი გუნდი ACCA -ს  სერთიფიცირებული წევრებისგან შედგება. ამ ეტაპზე GSG Consulting მომხმარებლებს სთავაზობს სრულ საფინანსო მომსახურებას, კერძოდ:

  • საბუღალტრო მომსახურებას;
  • აუდიტორულ მომსახურებას;
  • საგადასახადო მომსახურებას;
  • იურიდიულ მომსახურებას;
  • ინვენტარიზაციას;
  • ძირითადი საშუალებების შეფასებას;
  • ბიზნესგეგმების შემუშავებას;
  • საკონსულტაციო მომსახურებას.

„ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, მინიმალური დანახარჯებით კომპანიებმა შეძლონ მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება. გვსურს, ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ რათა როგორც არსებულ, ისე დამწყებ ბიზნესს ხელი შევუწყოთ საქმიანობა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ვგეგემავთ, რაც შეიძლება მეტი მონდომებული ახალგაზრდის დასაქმებას”, – აცხადებენ საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია GSG Consulting-ში.

მათივე ინფორმაციით, GSG Consulting-ის მომსახურება სმარტია. „რაც შეეხება მომსახურების ფასებს, ფასები ჩვენთან ძალიან მოქნილია, თუ ბიზნესი განვითარების საწყის ეტაპზეა, მომსახურების ღირებულება მინიმალურია და იზრდება ბიზნესის განვითარების პარალელურად. ჩვენი გუნდი ასევე ზრუნავს ხელი შეუწყოს სტარტაპერებს და სწორედ ამისთვის, გვაქვს უფასო კონსულტაციები, რომლითაც ვეხმარებით მათ სწორად დაიყონ ახალი საქმიანობა”, – განმარტავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, GSG Consulting-ის ოფისი მდებარეობს პეკინის # 34, ბიზნესცენტრში „საბურთალო”. კომპანია ფლობს წარმომადგენლობას ასევე კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. საგარეჯოში დავით აღმაშენებლის ქ.  # 15 ში.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე – www.gsgconsulting.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

GSG Consulting სტარტაპერებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს

179
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
179
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული