ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე ვარაუდობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მისი შვილიშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
როგორც კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი შთაბეჭდილება პროცესის მიმდინარეობიდან რჩება და ფიქრობს, რომ ეს დავალება „ზემოდან მოდის“, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან.
[related_news id=”926577″ align=”left”]
„თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“. – აღნიშნა გია კალანდაძემ.
ინფორმაციისთვის, 7-9 მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მიმდინარე წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.