Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
95

გორში რამდენიმე საათის წინ გაუჩინარებულ 9 წლის გოგონას ეძებენ. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მომხდართან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აღნიშნული დეპარტამენტის გორის სამმართველოს თანამშრომლები, გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად, შესაბამის ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ, ხდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმება. გოგონას ახლობლების განცხადებით, უკვე გადამოწმდა სკოლის პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერებიც, თუმცა ბავშვი სკოლაში მისული არ ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გორში გაუჩინარებულ 9 წლის გოგონას ეძებენ

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული