Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
116

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს. ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი იმყოფება. მისი თქმით, ბორდერიზაციის პროცესი მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს ადგილზე მცხოვრებელთა მდგომარეობას.[related_news id=”235866″ align=”right”]

„სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას კვლავ განაახლეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს აქ მცხოვრებელთა მდგომარეობას.

ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს ეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა.

[related_news id=”235949″ align=”left”]რაც შეეხება სარწყავი წყლის რეზერვუარს, საიდანაც სოფელი მარაგდება, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი” და ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, რომ თავიდან იქნას აცილებული დამატებითი პრობლემები.

მოგეხსენებათ, უკანონოდაა დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე და ამ მიმართულებითაც ყველა ბერკეტის გამოყენება ხდება, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მათი გათავისუფლება,” – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გორის მერი: ყველა უწყება ჩართულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს

116
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
116
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული