პროექტის „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი დაიწყო, გადაცემა ყოველ სამშაბათს, „რუსთავი 2“- ის ეთერში, 22:00 საათზე გადის, ყოველ ხუთშაბათს კი რადიო „არ დაიდარდო“ 17:00 საათზე, ნიჭიერის მონაწილეებს მასპინძლობს.
ვიდეო: 14 ანა უზნაძის შესრულებამ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრები „დაადნო“
„ნიჭიერის დღიურებს“ მომღერალი ანა უზნაძე ესტუმრა. მან სიმღერა ბავშვობაში დაიწყო, მისი მამა, ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი, დავით უზნაძეა, დედაც მომღერალია და გოგონას მუსიკალურ არჩევანზეც სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა. ანა სიმღერებსაც თავად წერს და პოპულარობა ძალიან მოსწონს. ის ახლა ვოკალის განხრით სწავლობს. გარდა მუსიკისა მას ვეტერინარობა სურს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ანა უზნაძე – გელი. Live
ანა უზნაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები