Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
122

გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ, – ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

“როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში” – აცხადებს პრემიერი.

პრემიერ მინისტრის თქმით, საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. მისი სიტყვებით, ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება.

“ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გლდანის ციხეში სადაც ადამიანების წამება ხდებოდა, დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ: ირაკლი ღარიბაშვილი

122
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული