გლდანი-დიღმის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ავტომობილები შექმნილი საცობის გამო, შეფერხებით გადაადგილდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ.
გლდანი-დიღმის დამაკავშირებელი ხიდი უხვი ნალექის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ.
[related_news id=”202060″ align=”left”]სეტყვის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 80-მდე შეტყობინება შევიდა
შეტყობინებების ნაწილი შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვას ეხებოდა.
ამ დროისთვის, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა