Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
61

ალეკო ელისაშვილი შერიგების პროცესს სკეპტიკურად უყურებს, რისი მიზეზიც მისი განცხადებით მმართველი პარტიისა და “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკაა.

“გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, ვთქვი ბარემ აქედან საქმით დავიწყოთ მეთქი. დავუძახე, მოდი შეგირიგდე მეთქი და შევურიგდი” – აცხადებს “მოქალაქეების” ლიდერი.

აქვე ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას არ შეურიგდებოდა, რადგან ადამიანებში გულახდილობა მოსწონს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის გამოსვლაში მოეწონა ის, რომ თქვა არ ვიცი, არც სქემა მაქვს მოფიქრებული და არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ ცდად არ დავაკლებ, რომ გარკვეულ საკითხებზე მივიდეთო.

“მისი ეს გულწრფელობა მომეწონა. ამ პროცესს მეც სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ვხედავ, რა რიტორიკა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ეს ეჭვებს აღმიძრავს, რომ ამ საქმიდან შეიძლება, არაფერი გამოვიდეს, თორემ ვაშაძეს კი შევურიგდი. ვიცი, რომ ინტენსიური შეხვედრები იქნება, “- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გუშინ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღება გამართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გიორგი ვაშაძეს შევურიგდი, თუმცა შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ: ალეკო ელისაშვილი

61
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
61
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული