Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
7230

გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამხელს, რომ შეყვარებულია:

„ჩემზე ბევრი ჭორი დადის (იცინის). ზოგადად, პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ შემიძლია ხმამაღლა გითხრათ, რომ დიახ, ჩემი გული დაკავებულია.

ანუ შეყვარებული ხარ?

„არა მარტო შეყვარებული, უფრო მეტიც. წლებია, მარტო ვარ და სულ მეუბნებოდნენ, რატომ ხარ მარტოო. უნდა უპოვო ადამიანი, ვინც შენთვის ძვირფასია, ამას კი დრო სჭირდება. ჰოდა, ჩემთვის ეს დრო ახლა დადგა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს… და ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ამ ადამიანმა ბევრად კარგი და სხვანაირი გამხადა და შემივსო ის, რაც აქამდე მაკლდა. ეს ის ადამიანია, ვის გამოც მიხარია გათენება, თანაც, მხოლოდ მის გამო (იცინის). ეს ის ადამიანია, ვინც ჩემს ცხოვრებაში ყველა ფერი შემოიტანა, გამიფერადა, გამიბრჭყვიალა, ვინც სტიმულს მაძლევს და ჩემს მომავალ ცხოვრებაში ყველაფერს გადაწყვეტს, და მადლობა, რომ ის ჩემს ცხოვრებაშია…

ამ ურთიერთობის დაკანონებას მალე გეგმავთ?

ხელებზე დამაკვირდნენ და მიხვდებიან, როდის დავაკანონებ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გიორგი ნაზღაიძე შეყვარებულია: „ეს ის ადამიანია, ვის გამოც მიხარია გათენება, თანაც, მხოლოდ მის გამო…“

7230
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
7230
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული