Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
90

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველო – NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.

ასევე, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

90
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
90
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული