Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
216

გუშინ, 1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

[related_news id=”914420″ align=”left”]

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა, პრეზიდენტის წასვლა ევროპაში და როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად იწყებს შეხვედრებს.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, ქულები თავად დაიწეროს“ – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის შე­სა­ხებ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან მალევე პრეზიდენტის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელდა ფოტო, რომელსაც არაერთი გამოხმაურება.

 

 

ევროპულ ტურნეში მყოფ პრეზიდენტს საკუთარი მხარდაჭერა ღიად დაუფიქსირა პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ:

„ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტით, ევ­რო­პის­კენ!,“ – წერს გიორგი გახარია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გიორგი გახარიას კომენტარი პრეზიდენტის ფოტოზე: „ნებისმიერი ტრანსპორტით, ევროპისკენ“

216
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
216
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული