Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
73

საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელი დაწერა. მისი განმარტებით, შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის შედგა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებასა და პოლიტიკური გარემოს დასტაბილურებისთვის.

„საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა. ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

“მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება” – სალომე ზურაბიშვილი

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება შედგა. დიალოგში მონაწილე საქართველოში აკრეტიტირებულმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. დიპლომატების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს, საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნებას 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატზე, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს – ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

“მოქალაქეებს ახალ დემოკრატიულ არჩევნებს შევთავაზებთ” – რა წერია ურთიერთგაგების მემორანდუმში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის

73
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
73
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული