Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
30409

გია ბაღაშვილისთვის ეს დაბადების დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა.

მან ქართული პოლიფონიური მუსიკის მნიშვნელობაზე ქალაქ ათენში საჯარო ლექცია წაიკითხა და ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, თან, ყველას მადლობას უხდის დაბადების დღის მილოცვისთვის.

„უღრმესი მადლობა ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის, ამხელა სითბოსა და სიყვარულისთვის!

მინდა გითხრათ, რომ ეს დაბადების დღე განსხვავებული და მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. 29 ოქტომბერს, ქ. ათენში, განათლებისა და კულტურის ცენტრ  „კავკასიისა“ და მისი ხელმძღვანელის, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძის  მოწვევით, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი ძვირფასი თანამემამულეებისა და ბერძენი სტუმრებისთვის ჩავატარე საჯარო ლექცია თემაზე „ქართული პოლიფონიური მუსიკის საერთაშორისო მნიშვნელობა“. მრავალხმიანი ქართული სიმღერები ცოცხლადაც ააჟღერეს ათენში მოქმედი ქართული ფოკლორული ანსამბლის „კავკასიის“ წევრებმა.

ლექცია გადაიზარდა დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ბანკეტში, სადაც ჩემმა მასპინძლებმა საგანგებოდ მოიწვიეს რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ ბრწყინვალე  შემსრულებელი, ლეგენდარული ბერძენი მომღერალი იოვანნა,  რაც მოულოდნელი და მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი იყო ჩემთვის.

საღამო დაამშვენა უნიჭიერესმა ახალგაზრდა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ, რომელსაც მთელი საბერძნეთი იცნობს ბერძნულ „ვოისში“ მისი საოცრად შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ.

ძალიან დიდი მადლობა საუცხოო მასპინძლობისთვის ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, რომელიც წლებია, მართლაც დიდ ქართულ საქმეს აკეთებს საბერძნეთში,  მადლობა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებმაც ნამდვილ დღესასწაულად აქციეს ჩვენი საღამო, მადლობა ჩემი საერთაშორისო კულტურულ-შემეცნებითი პროექტების მხარდამჭერს „საქართველოს რკინიგზას“ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თითოეული თქვენი მოლოცვისთვის, სითბოთი სავსე სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის“.

„კიდევ დიდ ხანს გვეამაყოს მისი მამულიშვილური საქმეებითა და მრავალმხრივი შემოქმედებით!“ – გია ბაღაშვილი იუბილარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გია ბაღაშვილი იუბილარია: „ეს დაბადების დღე განსხვავებული და მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა…“

30409
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
30409
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული