Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
140

„არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ „ლელო“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივას წარადგენს.

კახა კალაძე – ბიუჯეტიდან თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც სააკაშვილის პირობებში ბიუჯეტიდან ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება, საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, შვილის სწავლის დაფინანსება

როგორც სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებასა და იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას შეძლებს, რასაც 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

[related_news id=”812601″ align=”left”]

„15 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება. ჩვენს თანამოქალაქეთა ოჯახებს მძიმე ტვირთად აწვება ხარჯები, რაც მათი შვილების ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება.

აი, ამ ღატაკ ქვეყანაში მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილს სასწავლებლად აშშ-ში, იმ უნივერსიტეტში უშვებს, სადაც ხარისხის დაცვა, საბოლოო ჯამში, პრემიერის ოჯახს დაახლოებით მილიონ ლარამდე დაუჯდება.

ოღონდ პრემიერისთვის ეს არ კმარა. ის თვლის, რომ მაშინ, როცა პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა, რათა პრეზიდენტებს მაკრონსა და შტაინმაიერს შეხვედროდა, თავად მას უფლება ჰქონდა, საკუთარი შვილის სასწავლებლად წასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი გამოეყენებინა.

მთავრობის სტრატკომი: რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრათ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა სტრატკომმა, ფაქტი მარტივია – ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა.

ევროპულ სახელმწიფოში ერთი კვირის მანძილზე ბორტის გაჩერება კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ეს არ არის კორუფცია, დანაშაული და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაშინ სახელმწიფოზე საუბარი საერთოდ უნდა შევწყვიტოთ“. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს” – NGO-ები განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა“ – „ლელო“ პრემიერის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის

140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული