Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
34

გერმანელი პენსიონერის სახლში მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იარაღს და ტანკს გადააწყდნენ. ამჟამად ხელისუფლება იმაზე ფიქრობს, თუ რა სასჯელი მოიფიქროს 84 წლის მამაკაცისთვის: პროკურატურა მისთვის პირობით სასჯელს და 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე დარწმუნებულია რომ 50 ათას ევროიანი ჯარიმაც საკმარისი იქნება.

პენსიონერის სახლის შემოწმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც იქ ხელოვნების ნიმუშს ეძებდნენ. თუმცა, სარდაფში ნამდვილი ტანკი „პანტერა“ იპოვეს. მეორე მსოფლიო ომის დროს „პანტერა“ საშუალო დონის ტანკად ითვლებოდა, საბჭოთა კავშირის ჩანაწერებში კი ის მძიმე ტექნიკადაა მოხსენიებული.

იმისათვის, რომ ტანკი სარდაფიდან ამოეყვანათ 20 ჯარისკაცი გახდა საჭირო. მთელი სამუშაოები 9 საათი გრძელდებოდა.

ამჟამად პენსიონერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დაცვის მხარე იმით აპელირებს, რომ ტანკი მწყობრიდანაა გამოსული და შესაბამისად საფრთხესაც არ წარმოადგენს, თუმცა პროკურატურა შეუვალია და საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას ითხოვს.

ამოღებული საომარი ტექნიკით უკვე დაინტერესდა აშშ–ს მუზეუმი და მზადაა „პანტერაში“ საკმაოდ დიდი თანხაც გადაიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
34
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
34
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული