Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
158

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება  საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

158
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
158
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული