Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
199

Reuters-ი წერს, რომ Gazprom ევროპის ბაზარზე გაზის ფასების ზრდის შესახებ იტყობინება.

კომპანიის ინფორმაციით, ზამთარში მოსალოდნელია გაზზე ფასი კიდევ დაახლოებით 60%-ით გაიზარდოს და 1000 კუბურ მეტრზე 4 ათას დოლარს გადააჭარბოს.

ევროპის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი მიწოდებას ამცირებს, რის გამოც ევროპაში გაზზე ფასები გაიზარდა. კომპანიას სარემონტო სამუშაოების მიზეზით Nord Stream 1-ის გაზსადენით გერმანიისთვის გაზის მიწოდება შემცირებული აქვს.

“კონსერვატიული გათვლებით ამ ზამთარს 1000 კუბური მეტრის ფასი 4000 დოლარს გადააჭარბებს”, – აცხადებენ “გაზპრომში”.

იანვრიდან აგვისტომდე კომპანიის ექსპორტი ჯამში 36.2%-ით 78.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ასევე 13%-ით შემცირებული აქვს Gazprom-ს წარმოებაც.

ამჟამად ევროპული გაზის ბენჩმარკის Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათზე 226 ევროს შეადგენს, რაც 435%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან (€42) შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Gazprom – ევროპაში გაზის საფასური შესაძლოა 60%-ით გაიზარდოს

199
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
199
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული