Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1003

მტვრის ნაწილაკებით დაფარული ავტომობილის მინები – “ფეისბუქგვერდი” გავიგუდეთ შემაშფოთებელ ფოტოებს ავრცელებს.

[related_news id=”61765″ align=”left”]

გვერდი სწორედ, რუსთავში არსებული რთული ვითარების თემატიკაზეა შექმნილი. მისი შემქმნელი ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში გაუსაძლისი მდგომარეობა და ეს ყველასთვის ხილულია.

ჰაერის დაბინძურებაში ისინი ქალაქში არსებულ საწარმოებს ადანაშაულებენ და ბრძოლას უცხადებენ:

“ასეთი მდგომარეობაა, ეს მოცემულობა გვაძლევს საშუალებას ჯეოსთილს და რუსთავში არსებულ საწარმოებს გამოვუცხადოთ ბრძოლა, ეს ბრძოლა ემსახურება ერთ ინტერესს! სიცოცხლეს, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძვირფასია, რომელიც არ მეორდება. ეს არავის არ უნდა შერჩეს! ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ჩვენ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ერთმანეთისთვის სანამ ცოცხლები ვართ და სანამ ეს ნაძირლები დაგვხოცავენ”.  [related_news id=”163570″ align=”right”]

ვიცით, რომ რასაც ვსუნთაქვთ, ის შესაძლოა გვკლავდეს – ჰაერის დაბინძურების ახალი ანგარიში და შეფასებები

გვერდზე წერენ, რომ მთელ რუსთავში – რუსთაველის, დავით გარეჯის, ნიკოლაძის, ბალანჩივაძის, მაიაკოცსკის, კონსტიტუციის ქუჩებში პერიოდულად სუნი და კვამლი დგას.

ქალაქის შეწუხებული მცხოვრებლები ჯანდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ საკითხს.

ისინი ამ უწყებებს ვადას ზუსტად წლის ბოლომდე აძლევენ.

ის, რომ რუსთავში, მტვრის ნაწილაკების გადაჭარბებული კონცენტრაციაა, ადასტურებს გარემოს დაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჰაერის ხარისხის პორტალიც – air.gov.ge

ბათუმის ქუჩაზე არსებული საზომი, ამას ყოველდღიურ რეჟიმში აფიქსირებს.

 

 

ცნობისთვის, PM მტვრის მყარი ნაწილაკებია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეფასებულია როგორც მაღალი რისკის საფრხის შემცველი. იწვევს: ასთმა, ბნონქიტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, აზიანებს ფილტვებს, გონებას, მხედველობას და ა.შ.

 

 

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“გავიგუდეთ” – რუსთავში მინები მტვრის ნაწილაკებით იფარება [ფოტოები]

1003
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1003
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული