მომღერალი ნინი შერმადინი მეგობრის, მომღერლისა და მსახიობის, ზვიად აბაშიძის დაღუპვას ეხმაურება.
მომღერალი ზვიად აბაშიძის დაღუპვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე გამოხმაურებებს პასუხობს.
„ძალიან მძიმე ამბავია…“ – მომღერალი ზვიად აბაშიძე საზღვარგარეთ გარდაიცვალა – რას წერენ მეგობრები
„გავიღვიძე დილით და მეორედ მოსვლა ხდება ჩემს პოსტზე ზვიად აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოდი მოკლედ გავაკეთებ განცხადებას და აღარ ჩავუღრმავდები. ყველა რუსეთუმეს და რუსეთის მონას …….
რაც შეეხება ზვიადის, 2003 წელს ერთად ვმღეროდით ნუცას სკოლაში, პირველი პროექტი იყო, როცა ყველა ერთად, ტელევიზიაში გამოვჩნდით, ერთი დიდი ოჯახი იყო, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი 2003 და 2012 მდე სულ გვქონდა კონტაქტი, კონცერტებზე, გასტროლებზე და გადაღებებზე. ძალიან კეთილი, გულიანი და კახური იუმორით სულ ღიმილიანი ბიჭი მახსოვს. ძალიან ზრდილობიანი და კარგი ადამიანი.
2012 წლის მერე კონტაქტი გაწყდა, ისევე როგორც ძალიან ბევრ ჩემს კლასელთან თუ მეგობართან. უბრალოდ დარჩნენ ბავშვობის მოგონებად, რომელიც სუფთაა და ძალიან ხალასი.
ბოლოს როგორც ვიცი უკრაინაში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა, როგორც მომღერალი.
ის ინფორმაცია, რასაც ახლა თქვენგან ვიგებ, რომ მოღალატე იყო, რუსეთის მხარეს იბრძოდა და ბავშვებს ხოცავდა, ახლა პირველად მესმის თქვენგან. მოღალატე ჩემი შვილიც არ მინდა, არამც თუ მეგობარი. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ სიმართლეა, კიდევ უფრო მეტად მეცოდება… ღმერთმა შეუნდოს ცოდვები, მასაც, მეც და ჩვენ ყველას!“,- წერს ნინი შერმადინი ფეისბუქში.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, რუსეთის მხარეს, ქართველი მომღერალი და მსახიობი ზვიად აბაშიძე დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ის ადგილზე დაჭრილებს ეხმარებოდა.