Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
133

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა აცრა. ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ორსულებს ვაქცინაციისკენ.

“ზოგადად, ორსულობა მოწყვლადი მდგომარეობაა ამ ინფექციის დროს, განსაკუთრებით „დელტას“ შტამის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გახშირდა ორსულების ინფიცირება და რიგ შემთხვევაში, სავალალო გამოსავლით სრულდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველა ორსულს, რომ აიცრან. რომელ თვეში იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ორჯერადად აიცრან, რადგან აცრა ორსულს შემდგომი გართულებებისგან დაიცავს“,-განაცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

მანვე აღნიშნა, რომ ორსულთა გარდაცვალების საკითხზე სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გამყრელიძე: კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა ორსულს, რომ აიცრან

133
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
133
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული